logo_geo
eng_logo
ისრაელის განცხადებით, ღაზის სექტორში 210 მძევალი რჩება
- +

21 ოქტომბერი. 2023. 17:04

ისრაელის თავდაცვის არმიის განცხადებით, ამ დროისთვის ღაზის სექტორში 219 მძევალი იმყოფება. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ „ცახალის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც „ჰამასმა“ აშშ-ის ორი მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ყველა მძევლის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner