logo_geo
eng_logo
იორდანიის მეფე: პალესტინელების გადასახლება ომის დანაშაული იქნება
- +

21 ოქტომბერი. 2023. 18:31

პალესტინელების ძალადობრივი ან შიდა გადასახლება ომის დანაშაული იქნება. როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ იორდანიის მეფემ ეგვიპტეში მიმდინარე სამშვიდობო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

ამასთან, აბდულა მეორე ღაზის სექტორში ომის დაუყოვნებლივ დასრულებისა და სწრაფი ჰუმანიტარული დახმარების მოწოდებით გამოვიდა.

 

 

მანამდე ეგვიპტემ და სხვა არაბულმა ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პალესტინელი დევნილების მასობრივი გადინება სხვა ქვეყნებში მიუღებელი იქნებოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner