მთაწმინდის პარკში „ღვინობისთვე 2023“ გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ახალ და მცირე მარნებში დაყენებული ღვინო. ღონისძიება ღვინის დღეების ფარგლებში, ღვინის კლუბის ორგანიზებით გაიმართა.
„2016 წლიდან ჩვენ ამ მცირე მასშტაბის ფესტივალს ვატარებთ, სადაც წარმოდგენილი არიან მცირე მეღვინეები. წელს ამ ფესტივალზე წარმოდგენილია 35 მარანი“, - განაცხადა ღვინის ფესტივალის ორგანიზატორმა, ნათია გაჩეჩილაძემ.