logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ საჯარო სამსახურის სისტემაში მნიშვნელოვან რეფორმებს გეგმავს
- +

9 სექტემბერი. 2016. 15:45



პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი საჯარო სამსახურების სისტემის დახვეწას მოიცავს. რეფორმის ფარგლებში ჩამოყალიბდება საჯარო სამსახურის კარიერული მოდელი, განხორციელდება ჭარბი საჯარო დაწესებულებების და დაწესებულებებს შორის ფუნქციათა გადაფარვის იდენტიფიცირება და დაიხვეწება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები და შემუშავდება კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.


„დაიხვეწება საჯარო სამსახურის სისტემა:

 

- ეტაპობრივად, ჩამოყალიბდება საჯარო სამსახურის კარიერული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს მოხელეთა სამსახურში აყვანას და კარიერულ წინსვლას ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად; მკაფიოდ მოწესრიგდება მოხელეებზე პრემიებისა და დანამატების გაცემის, აგრეთვე მათ მიერ საჯარო რესურსით სარგებლობის წესი;

 

- ადმინისტრაციული რესურსების შემცირების მიზნით, საჯარო დაწესებულებათა მიმდინრე ფუნქციურ-ინსტიტუციური ანალიზის შედეგების განზოგადების საფუძველზე, განხორციელდება ჭარბი საჯარო დაწესებულებების და დაწესებულებებს შორის ფუნქციათა გადაფარვის იდენტიფიცირება;

 

- უზრუნველყოფილი იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯების ქმედითი კოორდინაცია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, ამ მიმართულებით განათლებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვა და გაძლიერება. დაინერგება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, რაც ხელს შეუწყობს სრულყოფილ მონიტორინგს, კერძოდ დეკლარაციებში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორის დადგენას;

 

- დაიხვეწება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები და შემუშავდება კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფლებაზე ცალკეულ აქტებში გაბნეული ნორმების კონსოლიდირებას და საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას; კიდევ უფრო მოწესრიგდება საჯარო ინფორმაციის გაცემის არსებული პრაქტიკა.

 

- შეიქმნება მთავრობის ერთიანი „ფრონტ (ბიზნეს) ოფისი", სადაც ყველა საჭირო სახელმწიფო უწყება კერძო ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება; მოხდება მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების დროის რეგლამენტირება. ამ მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სტრუქტურული ერთეული, რომელიც განახორციელებს მთავრობის წევრთა მიერ გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივობის, მუშაობის პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და საქმიანობის ეფექტიანობის მონიტორინგს უწყებებს შორის უკეთესი კომუნიკაციისა და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner