logo_geo
eng_logo
The Washington Post: რუსული Forbes-ის კრემლთან დაკავშირებული მფლობელი კერძო საუბრებში ამტკიცებს, რომ Forbes-ის მთელი მედიაჯგუფი იყიდა
- +

21 ოქტომბერი. 2023. 22:29

 

 

რუსული Forbes-ის გამომცემელი კომპანიის მფლობელი, მაგომედ მუსაევი ბიზნეს პარტნიორებთან კერძო საუბრებში აცხადებს, რომ Forbes-ის ყველა მედია ჯგუფი იყიდა. ამის შესახებ The Washington Post 5 აუდიო და ვიდეო ჩანაწერზე დაყრდნობით წერს, სადაც ბიზნესმენი, რომელსაც გამოცემა კრემლთან დაკავშირებულს უწოდებს, გარიგებაზე საუბრობს.

 

როგორც ვრცელდება, ჩანაწერები მუსაევის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წვეულებამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი. ეს-ესაა გლობალური Forbes- ვიყიდე. როცა ხელში გაქვს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ბრენდის გასაღები, ეს გასაღები წვდომას მომცემს ნებისმიერ ადამიანზე“, - ამბობს მუსაევი ერთ-ერთ ჩანაწერში.

 

როგორც The Washington Post წერს, მუსაევი ამას „ისევ და ისევ“ იმეორებდა. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთ ჩანაწერში ის რუს ბიზნესმენს, ოსტინ რასელს ახსენებს და გარიგებასთან დაკავშირებულ პირად ასახელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner