რუსული Forbes-ის გამომცემელი კომპანიის მფლობელი, მაგომედ მუსაევი ბიზნეს პარტნიორებთან კერძო საუბრებში აცხადებს, რომ Forbes-ის ყველა მედია ჯგუფი იყიდა. ამის შესახებ The Washington Post 5 აუდიო და ვიდეო ჩანაწერზე დაყრდნობით წერს, სადაც ბიზნესმენი, რომელსაც გამოცემა კრემლთან დაკავშირებულს უწოდებს, გარიგებაზე საუბრობს.
როგორც ვრცელდება, ჩანაწერები მუსაევის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წვეულებამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი. „ეს-ესაა გლობალური Forbes-ი ვიყიდე. როცა ხელში გაქვს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ბრენდის გასაღები, ეს გასაღები წვდომას მომცემს ნებისმიერ ადამიანზე“, - ამბობს მუსაევი ერთ-ერთ ჩანაწერში.
როგორც The Washington Post წერს, მუსაევი ამას „ისევ და ისევ“ იმეორებდა. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთ ჩანაწერში ის რუს ბიზნესმენს, ოსტინ რასელს ახსენებს და გარიგებასთან დაკავშირებულ პირად ასახელებს.