logo_geo
eng_logo
ანალენა ბერბოკი: „ჰამასი“ არ ლაპარაკობს პალესტინელების სახელით
- +

21 ოქტომბერი. 2023. 22:31

 

 

მართალია, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ის ასევე პასუხისმგებელია ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეგვიპტეში მიმდინარე სამშვიდობო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ანალენა ბერბოკის თქმით, ბოლო კვირებში განვითარებულ მოვლენებზე მთავარი პასუხისმგებლობა „ჰამასს“ ეკისრება და ის არ ლაპარაკობს პალესტინელების სახელით.

 

ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ესწრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner