თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელს ისმაილ ჰანიეს.
მედიის ცნობით, საუბარი შეეხებოდა დაჭრილების თურქეთში სამკურნალოდ ჩაყვანას.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მუშაობს იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება ღაზას სექტორამდე მივიდეს, დაშავებულებს თურქეთში უმკურნალონ საჭიროების შემთხვევაში და რაც შეიძლება მალე მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა რეგიონში“, - წერს ერდოღანის ოფისი.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.