იმის მიუხედავად, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მან ასევე უნდა იმუშაოს ღაზაში პალესტინელი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად. როგორც BBC წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ ეგვიპტეში მიმდინარე სამშვიდობო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„წარმოუდგენლად რთული გარემოებების მიუხედავად, მე ისრაელის სამხედროებს მოვუწოდე დისციპლინის, პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისკენ”, – აღნიშნა მან.
ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ესწრება.