logo_geo
eng_logo
რესპუბლიკელი სენატორი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ისრაელის და უკრაინის დახმარების საერთო პაკეტის წინააღმდეგია
- +

22 ოქტომბერი. 2023. 00:28

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა არ აპირებს მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ 105 მილიარდი დოლარის საერთო სამხედრო დახმარების პაკეტს ისრაელისა და უკრაინისთვის. ამის შესახებ Fox Business-ის ეთერში რესპუბლიკელმა სენატორმა, ერიკ შმიტმა განაცხადა.

 

„ცინიკური პოლიტიკური სვლაა. ბაიდენი ცდილობს უბიძგოს არაპოპულარულ პროექტებს, როგორიცაა უკრაინის დაფინანსება, რაზეც ჩვენ 112 მილიარდი უკვე დავხარჯეთ“, - აღნიშნა მან.

 

სენატორი მიიჩნევს, რომ ისრაელისა და უკრაინის დახმარება ცალ-ცალკე უნდა განიხილონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner