ბარსელონამ ახლახან ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ელ კლასიკოში”, რომელიც 28 ოქტომბერსაა დაგეგმილი, რეალის წინააღმდეგ ითამაშებს ფორმით, რომელზე Rolling Stones-ის ცნობილი ლოგო იქნება დატანილი.
აღსანიშნავია, რომ 19 ნოემბერს ქალთა “ელ კლასიკოა” და ბარსას ქალი ფეხბურთელებიც ასეთი ფორმებით ითამაშებენ.
როგორც მიხვდით, ეს ზონდერ-ფორმა მუსიკის სტრიმინგის პლატფორმა Spotify-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. ესპანეთის 27-გზის ჩემპიონის სპონსორი სწორედ Spotify გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ბარსელონას უკვე ეცვა ფორმები კანადელი რეპერის, Drake-ისა და ესპანელი მომღერლის, Rosalia-ს ლოგოებით.