logo_geo
eng_logo
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ჯამური ღირებულება €154 მილიონამდე გაიზარდა
- +

22 ოქტომბერი. 2023. 01:16

 

 

საფეხბურთო ტრანსფერებისა და ფინანსების ვებსაიტი “Transfermarkt” განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრების ჯამური ღირებულება 154 მილიონ ევროს აღწევს.

 

გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე ნაკრებში “ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც 85 მილიონ ევროდაა შეფასებული.

 

მთლიანობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების 5 ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშის რეიტინგი ასე გამოიყურება:

 

  1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 85 მილიონი ევრო
  2. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - 30 მილიონი ევრო
  3. გიორგი მიქაუტაძე (აიაქსი) - 10 მილიონი ევრო
  4. ზურიკო დავითაშვილი (ბორდო) - 3 მილიონი ევრო
  5. საბა საზონოვი (ტორინო) - 3 მილიონი ევრო

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner