logo_geo
eng_logo
მესის და ნეიმარის წასვლამ “პსჟ” ფინანსურად აზარალა
- +

22 ოქტომბერი. 2023. 01:29

 

 

“პარის სენ ჟერმენმა” სამხრეთ ამერიკელი სუპერვარსვლავების ნეიმარისა და ლიონელ მესის წასვლის შედეგად ფინანსური და მარკეტინგული კუთხით იზარალა.

 

კლუბის სპონსორი Crypto.com, ვარსკვლავების წასვლის შედეგად კონტრაქტის ფინანსური დეტალების გადახედვას ითხოვს, ხოლო კატარულმა კომპანიებმა Ooredoo-მ და Qatar Airways-მა სასპონსორო შენატანები შეაფერხეს.

 

ლიონელ მესის წასვლის შედეგად კლუბს სოციალურ ქსელებში 10-15 მილიონი გამომწერი მოაკლდა, ამასთან “პსჟ-ს” კომერციულ განყოფილებას კლუბის ბაზისთვისა და მაისურის უკანა მხარეს განსათავსებელი სპონსორების მოძიება უჭირს.

 

შემცირდა ბილეთების გაყიდვების მაჩვენებელიც, გასულ სეზონში თუკი ნებისმიერ მატჩამდე 2 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, ახლა 21 ოქტომბერს გასამართი თამაშის ბილეთები, რომელიც 3 კვირაა იყიდება დღემდე ბოლომდე ვერ რეალიზდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner