logo_geo
eng_logo
კაიროში სამშვიდობო სამიტი ერთობლივი განცხადების გარეშე დასრულდა
- +

22 ოქტომბერი. 2023. 01:42

 

 

ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი ერთობლივი განცხადების გარეშე დასრულდა, რადგან დასავლელი ლიდერები არაბულ ქვეყნებთან ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

 

როგორც AFP არაბ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, დასავლელი დელეგატები მოითხოვდნენ, რომ დეკლარაციას მკვეთრად უნდა დაეგმო „ჰამასის“ ქმედებები და მიმდინარე ესკალაციაზე პასუხისმგებლობა მისთვის დაეკისრებინა. თუმცა ამას არაბული ქვეყნები არ დაეთანხმნენ.

 

საერთო განცხადების ნაცვლად, სამიტის მონაწილეებმა პოზიცია დამოუკიდებლად დააფიქსირეს.

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner