logo_geo
eng_logo
ხარკოვში ფოსტაზე სარაკეტო თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა
- +

22 ოქტომბერი. 2023. 12:20

 

 

ომის 606-ე დღე უკრაინაში - ოკუპანტების სამიზნე ხარკოვი გახდა. საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. ვითარება რთულია ფრონტის ხაზზე, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის 68 შეტაკება მოხდა. ყველაზე ცხელი წერტილი ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებია, სადაც ვითარება უკრაინული მხარის ინფორმაციით, კრიტიკულია.

 

პარალელურად, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მათი სამხედროები შეტევით ოპერაციებს განაგრძობენ ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებებზე. ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთი ინფორმაციას არ ავრცელებს. უკრაინის ხელისუფლება კი ბრძოლას პოლიტიკურ ფრონტზეც განაგრძობს და მსოფლიოს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს სთხოვს. სწორედ ახალ დახმარებებზე ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

 

„პრეზიდენტ ბაიდენს გულწრფელ მადლობას გადავუხდი ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. მომზადდა უკრაინის თავდაცვითი და ეკონომიკური მხარდაჭერის ახალი გრძელვადიანი პაკეტი, ჩვენი ხალხისა და თავისუფლების დასაცავად. მჯერა, რომ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ ყველა თავისუფალი ერი მოელის ამერიკის ერთიანობას, ჩვენს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამერიკის ლიდერობა მსოფლიოსთვის აუცილებელია. მადლობელი ვარ კონგრესის ორივე პარტიის, რომელსაც ეს ესმის და მხარს უჭერს ჩვენი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის“, - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner