logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებას
- +

9 სექტემბერი. 2016. 16:05



პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომელშიც გაწერილია ის რეფორმები, რომლის განხორციელებასაც ისინი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გეგმავენ. საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი ეხება საქართველოში პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებას. აქვე, ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას იღებს მომდევნო ადგილობრივი, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებაზე.


„პოლიტიკური სისტემის განვითარებისა და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, „ქართული ოცნება" უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიებისა და არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომ დახვეწას. საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, გადაისინჯება საარჩევნო სისიტემა. პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის საფუძველზე, დაიხვეწება პარტიების დაფინანსებისა და მათი საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მექანიზმები. „ქართული ოცნება" თავისი საქმიანობით ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებას და პოლიტიკაში რადიკალიზმის აღმოფხვრას.

 

„ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას იღებს მომდევნო ადგილობრივი, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებაზე.

 

„ქართული ოცნება" ხელს შეუწყობს საქართველოში სამოქალაქო სექტორის შემდგომ განვითარებას, სამოქალაქო კულტურის ამაღლებასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ფართო ჩართულობას საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner