logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: აღშფოთებული ვარ მთელ მსოფლიოში და სამწუხაროდ, გერმანიაშიც ანტისემიტური აგიტაციის გამო
- +

22 ოქტომბერი. 2023. 18:11

 

 

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ აღშფოთებულია ანტისემიტური აგიტაციის გამო, რომელიც მსოფლიოში, მათ შორის გერმანიაშიც გავრცელდა.

 

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა დესაუში განაცხადა.

 

„ეს სინაგოგა, აქ, დესაუში, ამბობს, რომ ებრაული ცხოვრება არის და რჩება გერმანიის ნაწილად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ და გავაძლიეროთ ებრაული ცხოვრება. ჩვენ – ეს სიტყვა წარმოუდგენელია ითქვას ებრაელების გარეშე. ღრმად ვარ აღშფოთებული, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ მედიაში, ინტერნეტში, მთელ მსოფლიოში და სამწუხაროდ, გერმანიაშიც ანტისემიტური სიძულვილი ვრცელდება“, – აღნიშნა შოლცმა.

 

შოლცის ეს განცხადება გერმანიაში ანტისემიტური შემთხვევების მატებას მოჰყვა, მათ შორისაა 18 ოქტომბერს ბერლინში, „მოლოტოვის კოქტეილებით“ თავდასხმა სინაგოგაზე. გერმანიის კანცლერის თქმით, ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმები არასდროს იქნება მისაღები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner