აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სახალხო დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა და შუახევის მაცხოვრებლებს დღესასწაული მიულოცა.
დღესასწაულის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო. მოეწყო შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. გაიმართა საპატიო შუახეველების დაჯილდოების ცერემონია. ,,შუახევობა“ საზეიმო კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა.
შუახევობის დღესასწაულში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა.