logo_geo
eng_logo
შუახევის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა“ გაიმართა
- +

22 ოქტომბერი. 2023. 19:02

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სახალხო დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა და შუახევის მაცხოვრებლებს დღესასწაული მიულოცა.

 

დღესასწაულის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო. მოეწყო  შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. გაიმართა საპატიო შუახეველების დაჯილდოების ცერემონია. ,,შუახევობა“ საზეიმო კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა.

 

შუახევობის დღესასწაულში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner