logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანია: დღეს დავკრძალეთ თამარ გოლდბერგი - სიცოცხლით სავსე, უნიჭიერესი ადამიანი, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარდა
- +

22 ოქტომბერი. 2023. 20:21

 

 

ლაშა ჟვანიამ ისრაელში, „ჰამასის“ თავდასხმისას მოკლულ თამარ გოლდბერგზე და მის ოჯახზე დამატებითი დეტალები გააჟღერა. ამ თემაზე ისრაელში საქართველოს ელჩმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

ძალიან მძიმე წუთები გვქონდა და საერთოდ მძიმე დღეები გვაქვს. დღეს დავკრძალეთ თამარი - ახალგაზრდა, 23 წლის გოგო, სიცოცხლით სავსე, უნიჭიერესი ადამიანი, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარდა. ყოველწლიურად მშობლებთან ერთად საქართველოში ჩამოდიოდა. ეს ტრაგიკულია იმითაც, რომ 1993 წელს ოჯახი იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ საკუთარ სამშობლოში - აფხაზეთიდან გამოვიდნენ სვანეთის გზის გავლით. შემდგომ ისრაელში ჩამოვიდნენ, თამარის ჩვილ დასთან ერთად. თამარი აქ დაიბადა, 2000 წელს და გაიზარდა საქართველოსა და ისრაელის სიყვარულით. მისი ბებია და მამიდა საქართველოში, თბილისში ცხოვრობენ ახლაც. თამარის მამის გვარია კორსანტია, ოჩამჩირიდან არიან წარმოშობით“, - განაცხადა ჟვანიამ.

 

ისრაელში, ნოვას ფესტივალზე დაკარგული ეთნიკურად ქართველი თამარ გოლდბერგი მოკლული იპოვეს.

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner