logo_geo
eng_logo
ირანი აფრთხილებს ისრაელს შეწყვიტოს ომი ღაზაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით რეგიონი „კონტროლიდან გამოვა"
- +

22 ოქტომბერი. 2023. 21:13

 

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა გააფრთხილა ისრაელი, რომ ახლო აღმოსავლეთი შეიძლება გამოვიდეს კონტროლიდან, თუ ის არ შეწყვეტს დარტყმებს ღაზაზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ ასევე არის „დამნაშავე" ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში. მისი მტკიცებით, აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა ისრაელისთვის არის იმის მტკიცებულება, რომ ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი იყო "ისრაელის მიერ შეერთებული შტატების სახელით განხორციელებული მარიონეტული ომი".

 

„ვაფრთხილებ აშშ-ს და მის მარიონეტულ ისრაელს, რომ თუ ისინი დაუყოვნებლივ არ შეაჩერებენ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს და ღაზაში გენოციდს, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერ მომენტში და რეგიონი კონტროლიდან გამოვა“, - თქვა ამირ-აბდოლაჰიანმა თეირანში პრესკონფერენციაზე.

 

მისი თქმით, შედეგები შეიძლება მძიმე იყოს და „შორსმიმავალი შედეგები ჰქონდეს", როგორც რეგიონში, ასევე მათთვის, ვინც ომის მომხრეა.

 

ცნობისთვის, ირანი მხარს უჭერს როგორც ჰამასს, რომელიც 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელს, ასევე ლიბანის ჰეზბოლას, რომელზედაც ასევე ვარაუდობენ, რომ ომში ჩაერთვება.

 

თავის მხრივ, ჰეზბოლამ განაცხადა, რომ ის „სრულიად მზადაა ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად". ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააფრთხილა ჰეზბოლა ომში არ ჩართულიყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ლიბანის სახელმწიფოსთვის გამანადგურებელი შედეგებით დასრულდებოდა.

 

ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ღაზაში 4600-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ისრაელმა კი განაცხადა, რომ საჰაერო შეტევებს გააძლიერებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner