logo_geo
eng_logo
„GWS“ -ის თელავის ღვინის ქარხანა 40 წლისაა
- +

9 სექტემბერი. 2016. 16:35



10 სექტემბერს, ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „GWS" თელავის ღვინის საწარმოს 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.



კომპანია ქარხნის იუბილესთან დაკავშირებით საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამასთან ერთად, უახლესი და დაძველებული ღვინის დეგუსტაციასა და კერძთა შეხამებას გთავაზობთ. ქარხნის ტერიტორიაზე კასრისა და ქვევრის  სახლებში მოეწყობა ტური, რომელიც   მოიცავს ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის გაცნობას, ყურძნის გადამამუშავებელი და შესანახი დანადგარების, ისევე როგორც ღვინის მარნის და ჩამოსასხმელი ხაზის ნახვას და დასრულდება დეგუსტაციით.



იუბილეზე მოწვეული არიან სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია და  მოადგილე ლევან დავითაშვილი,  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, კომპანიის უცხოელი პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, ამერიკის, შვედეთის, საფრანგეთის, იტალიის ელჩები, ღვინის ეროვნული ასოციაციის წევრები,  თელავის მერი,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები და მედია.



„GWS" - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც  1993 წელს  თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2"-ის ბაზაზე შეიქმნა.დღესდღეობით, „GWS"-ის მფლობელობაში  350 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120  კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის.  70% ქართულ ტრადუციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშორისო ცნობილი სახეობებია.  კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინისა და მაღალალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც „თამადას", „ძველი თბილისის", „ადამანტის", „ვისმინოსა" და „ელიბოს" სახითაა ცნობილი. სულ მალე, მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიოტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner