logo_geo
eng_logo
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს
- +

22 ოქტომბერი. 2023. 21:39

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის დედაქალაქში ხვალ დაგეგმილ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებაში განუცხადეს.

 

„საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“,-  აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

 

ე.წ. 3+3-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად მონაწილეობენ რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი.

 

საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ რუსეთის ფაქტორის გამო, აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner