logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენმა ირანს მოუწოდა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას არ შეუწყოს ხელი
- +

22 ოქტომბერი. 2023. 21:53

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ირანს მოუწოდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციას არ შეუწყოს ხელი. ამის შესახებ BBC წერს.

 

„შეწუხებულები ვართ ჩვენი პერსონალის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების თავდასხმების გაძლიერების შესაძლებლობით. ჩვენ ველით, რომ ესკალაციის ალბათობა არსებობს“, - განაცხადა ბლინკენმა.

 

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ისრაელი სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს, ვითარება რეგიონში შესაძლოა უკონტროლო გახდეს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი „ჰეზბოლა“ გააფრთხილა, კონფლიქტში არ ჩაერთოს.

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner