logo_geo
eng_logo
22 წლის ავსტრალიელმა გოგონამ ზურგზე ცურვაში მესამე მსოფლიო რეკორდი დაამყარა
- +

22 ოქტომბერი. 2023. 21:59

 

 

ავსტრალიელმა კეილი მაკკეუნმა უნგრეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბუდაპეშტში, დუნა არენაზე, მსოფლიო რეკორდი დაამყარა ქალთა 50 მეტრზე ზურგზე ცურვაში და გახდა პირველი ადამიანი, ვინც ერთდროულად ფლობს მსოფლიო რეკორდებს 50, 100 და 200 მეტრზე ზურგზე ცურვაში. ამის შესახებ CNN წერს.

 

22 წლის მოცურავემ 50 მეტრი ზურგზე ცურვით 26,86 წამში დაფარა, რითაც წინა რეკორდზე - 26,98 წამზე უკეთესი მაჩვენებელი დააფიქსირა, რომელიც ჩინელმა ლიუ ქსიანმა 2018 წელს დაამყარა.

 

კეილი მაკკეუნი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია 100 და 200 მეტრზე ცურვაში. ასევე 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი სამივე დისტანციაზე ცურვაში.

 

ის 2024 წელს პარიზში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრება, როგორც ჩემპიონობის პრეტენდენტი სამივე დისტანციაზე ცურვაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner