logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილმა თურქეთში საქართველოდან სამკურნალოდ ჩასული ონკოპაციენტები მოინახულა
- +

22 ოქტომბერი. 2023. 22:06

 

 

„იმედის კვირა“ თურქეთში სამკურნალოდ საქართველოდან ჩასულ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც იქ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან.

 

პროგრამა 1 აგვისტოს ამოქმედდა და მოიცავს დიაგნოსტიკას, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას და პროტონოთერაპიას. კლინიკის შერჩევის შემდეგ, სოლიდარობის ფონდი ბავშვისა და მისი თანმხლების მგზავრობის ხარჯებს ფარავს და მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს აორგანიზებს.

 

გასულ კვირას კლინიკაში ბავშვები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მოინახულა.

 

„გვაქვს საზღვარგარეთ დაფინანსება მანამ, სანამ ქვეყანაში არ იქნება სრულყოფილი მაღალი ტექნოლოგიებითა და მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული [კლინიკები]. ახლა მიმდინარეობს სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაოები - როგორ უნდა შეირჩნენ კადრები, როგორ უნდა დაპროექტდეს ის მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას, თბილისში აშენდება“, - ამბობს აზარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner