logo_geo
eng_logo
MMA-ის რუსი მებრძოლი ტერორიზმის საჯაროდ გამართლების ბრალდებით მოსკოვის აეროპორტში დააკავეს
- +

22 ოქტომბერი. 2023. 22:13

 

 

მოსკოვში სამართალდაცავებმა ტერორისტული ქმედებების საჯაროდ გამართლების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. როგორც NEXTA Live წერს, ის MMA-ის რუსი მებრძოლი, 31 წლის ილიას იაკუბოვია, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოსვლისას მოსკოვის აეროპორტში დააკავეს.

 

ამასთან დაკავშირებით განცხადება ასევე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის (IC) მთავარმა საგამოძიებო დეპარტამენტმა გაავრცელა.

 

გამოძიების ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში ბრალდებულმა გადაიღო ვიდეო განცხადებებით, რომლებიც ამართლებდა ტერორისტული ქმედებების განხორციელების აუცილებლობას. მან ეს ვიდეო რუსეთის ფედერაციაში აკრძალულ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

IC-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებული ფედერალურ ძებნილთა სიაში იყო შეყვანილი, ახლა კი მისი ადგილსამყოფელი დაადგინეს და ის სისხლის სამართლის გამოძიების თანამშრომლებმა დედაქალაქის საგამოძიებო კომიტეტის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner