ისრაელის სამხედრო ძალების (IDF) სპიკერმა ავიჩაი ადრეემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის თავდაცვის არმიის ტანკმა შემთხვევით ეგვიპტისკენ გაისროლა. ისრაელელი მაღალჩინოსანი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„თავდაცვის არმიის ტანკმა შემთხვევით გაისროლა და ეგვიპტეში საზღვართან კარამ შალომის რეგიონში მოხვდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და მისი დეტალები შეისწავლება. თავდაცვის არმია მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს“, - დაწერა ისრაელის სამხედრო ძალების სპიკერმა.
ეგვიპტურ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, ეგვიპტე ისრაელის მოსაზღვრე ქვეყანაა. ის ასევე ესაზღვრება ღაზას სექტორს, რომელსაც ისრაელი ჰამასის 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის შემდეგ აქტიურად უტევს.