რაჭაში წელს 1 700 ტონა ყურძენი დაიკრიფა, მევენახეების შემოსავალი კი 11 მილიონ ლარზე მეტია.
წლევანდელი მოსავალი რაჭაში მაღალი ხარისხისაა. ალექსანდროული და მუჯურეთული კომპანიებმა კილოგრამი 7 ლარად ჩაიბარეს. 7 ლარიდან 4 სახელმწიფო სუბსიდიაა. სუბსიდია მიიღო ყველა კომპანიამ, რომელმაც მევენახეებისგან ხვანჭკარას მიკრო-ზონაში მოწეული, 3 ტონა ან მეტი ყურძენი შეიძინა.
„ღირებულებათა ჯაჭვის სრულ ციკლში ვეხმარებით ჩვენს მევენახეებს, რათა მათ ჰქონდეთ კარგი მოსავალი, ხარისხიანი ღვინო, რომლის რეალიზაცია შემდეგ გაცილებით უფრო ეფექტიანად შეიძლება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
ახლა რაჭული ღვინის პოპულარიზაციის დროა. ქართველი მეღვინეები უნიკალური ჯიშის ყურძნისგან დაყენებულ ღვინოს სომელიეებსა და ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ გამოფენაზე შესთავაზებენ.