კატო მჭედლიძე 22 წელი ტკივილთან ერთად ცხოვრობდა. მისი ბრძოლის ისტორია ,,იმედის კვირის“ მაყურებელმა კარგად იცის.
მას ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია 23 დღის წინ წარმატების ჩაუტარეს, წინ კი გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის გრძელი გზაა.
კატო მჭედლიძის მსგავსად, სახელმწიფოს დახმარებით, ამ დროისთვის ღვიძლი 30 ადამიანს გადაუნერგეს. ამისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი ჯანდაცვის ბიუჯეტიდან უკვე გადაირიცხა. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბი ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.