logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა არის არა ის, რაზეც დანილოვი, არისტოვიჩები და სხვები მოგვიწოდებენ - ომი, ტანკი და იარაღის ხელში აღება, არამედ საქართველოში დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება
- +

23 ოქტომბერი. 2023. 00:26

 

 

ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა არის არა ის, რაზეც დანილოვი, არისტოვიჩები და სხვები მოგვიწოდებენ - ომი, ტანკი და იარაღის ხელში აღება, არამედ საქართველოში დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ხალხის ძალის“ წევრის თქმით, ქვეყანამ მშვიდობიანად განვითარება უნდა გააგრძელოს.

 

„ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა არის არა ის, რაზეც დანილოვი, არისტოვიჩები და სხვები მოგვიწოდებენ - ომი, ტანკი და იარაღის ხელში აღება, არამედ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა არის საქართველოში დემოკრატია, ეკონომიკური განვითარება, თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ამის გავრცელების შანსი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებზე; ბუნებრივია, ევროკავშირში გაწევრიანება, რაც დიდი სიკეთე იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს უნდა გავაკეთოთ და გავაკეთებთ კიდევაც“, - განაცხადა სუბარმა.

 

ალექსეი დანილოვის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს დაიწყო და ახლა აქტიურ ფაზაში გადავიდა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე ისრაელ-ჰამასის დაპირისპირების ფონზე. ალექსეი დანილოვმა განმარტა, რომ 2008 წელს დაწყებულმა მსოფლიო ომმა ცხელ ფაზაში 2022 წლის 24 თებერვლიდან გადაინაცვლა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ პერიოდიდან საქართველოსა და მოლდოვას, რუსი ოკუპანტებისგან საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება რომ დაეწყო, ერთობლივი ძალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უფრო მალე გადაიჭრებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner