ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა აშრაფ ალ-კუდრამ განაცხადა, რომ 7 ოქტომბრიდან ისრაელის შეტევების დროს ღაზაში 4651 პალესტინელი დაიღუპა, რომელთაგან 40% ბავშვი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel ავრცელებს.
მისივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 266 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 117 ბავშვი იყო.
დაშავებულთა შესახებ კი თქვა, რომ ომის დაწყებიდან სულ 14245-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათი უმეტესობა -70% - ბავშვი და ქალია.