logo_geo
eng_logo
ირანში 2 ჟურნალისტს, რომლებმაც მაჰსა ამინის გარდაცვალების ამბავი გააშუქეს, 6 და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- +

23 ოქტომბერი. 2023. 01:56

 

 

ირანის სასამართლომ ორ ჟურნალისტს შვიდ წლამდე პატიმრობა მიუსაჯა აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობისთვის და სხვა ბრალდებებისთვის. ამის შესახებ Associated Press წერს.

 

ნილუფარ ჰამედი და ელაჰჰ მოჰამედი, ის ორი ჟურნალისტია, რომელმაც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ თავსაბურავის „ზედმეტად მოხსნის“ გამო 2022 წელს დაკავებული და მოკლული მაჰსა ამინის ამბავი გააშუქეს. ჰამედის 7 წლით, მოჰამადის კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაგმო და მათ კვლავ ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

 

ცნობისთვის, მაისში გაერომ ეს ჟურნალისტები სიმართლისა და პასუხისმგებლობისადმი მათი ერთგულებისთვის, პრესის თავისუფლების მთავარი პრიზით დააჯილდოვა.

 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ირანელი ქალი, 22 წლის მაჰსა ამინი, რომელიც ქურთების ქალაქ საკეზიდან იყო, „ზნეობის პოლიციამ“ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა. 3 დღის შემდეგ კი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ქალის გარდაცვალებასთან კავშირი „ზნეობის პოლიციაში“ უარყვეს და თქვეს, რომ მისი გარდაცვალება „მოულოდნელად გულთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია“.

 

ამინის გარდაცვალებამ ირანის ათობით ქალაქში მრავალთვიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. დემონსტრაციებმა ისლამურ რესპუბლიკას ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა შეუქმნა.

 

ირანში უფლებადამცველების ცნობით, ამ დემონსტრაციების დროს 529 ადამიანი დაიღუპა. 19 700-ზე მეტი სხვა, ირანის ხელისუფლებამ ძალადობრივი დარბევის ფონზე დააკავა. მათგან 100-მდე ჟურნალისტი იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner