logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი იქნება
- +

9 სექტემბერი. 2016. 16:37



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პროგრამაში მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის განსახორციელებელ რეფორმებს წარმოადგენს. პროგრამის მიხედვით, გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი, არ გაძლიერდება სახელმწიფოს წნეხი ეკონომიკაზე და გაიზრდება ბიუჯეტის გამჭირვალეობა.


„ქართული ოცნება" სრულად აცნობიერებს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საბიუჯეტო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობას, რისთვისაც:


- გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი, რაც მიმართული იქნება სახსრების გამოთავისუფლებაზე და მათ გადანაწილებაზე პრიორიტეტული მიმართულებებით. ამასთან, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა;

 

- სახელმწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქტებთან მიმართებაში შენარჩუნდება იმ დონეზე, რომელიც ქვეყნის სტაბილურ საკრედიტო რეიტინგს და დადებით საინვესტიციო იმიჯს უზრუნველყოფს;

 

- არ გაძლიერდება სახელმწიფოს წნეხი ეკონომიკაზე;

 

- გაიზრდება ბიუჯეტის გამჭvირვალეობა;

 

- უზრუნველყოფილი იქნება პროგრამული ბიუჯეტის პრინციპების სრულყოფა;

 

- ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა იქნება ხელშეუხებელი;

 

- უზრუნველყოფილი იქნება ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანი კოორდინაცია;

 

- ხელი შეეწყობა ლარში დაკრედიტების ზრდას", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner