ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, სამხედრო კამპანია ღაზაში, შესაძლოა, თვეები გაგრძელდეს.
„ეს უნდა იყოს ჩვენი ბოლო მანევრირების ოპერაცია ღაზაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემდგომში „ჰამასი“ აღარ იქნება“, - ამბობს გალანტი.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალებს და თქვა, რომ შემდეგი ეტაპი - სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება.