logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
- +

23 ოქტომბერი. 2023. 12:07

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია 23-27 ოქტომბერს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში გაიმართება.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პარლამენტების თავმჯდომარეებთან.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner