logo_geo
eng_logo
ანა მიქელაძე: „მრეწველებთან“ დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო-ს თავმჯდომარე მიიღებს
- +

9 სექტემბერი. 2016. 16:38



ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, გუშინ, 18:00 საათზე, კანცელარიამ დაასრულა მუშაობა. იმ დროისთვის იმ დოკუმენტაციას, რაც „მრეწველებმა" წარმოადგინეს, პარტიული სია არ ახლდა.



მისივე თქმით, იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტი იყოს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნილი, საჭიროა, კანონიერ ძალაში შევიდეს თავმჯდომარის განკარგულება, თუმცა შესაბამისი სამართლებრივი აქტი ჯერჯერობით არ არის შესული კანონიერ ძალაში.



ბლოკმათოფაძე - მრეწველები - ჩვენი სამშობლო" გუშინ წარმოადგინა დოკუმენტაცია, მაგრამ დოკუმენტაციას თან არ ახლდა პარტიული სია. ამასთან დაკავშირებით კანონით განსაზღვრულ ვადებში ცესკო- თავმჯდომარე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტი იყოს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნილი, კანონიერ ძალაში უნდა შევიდეს თავმჯდომარის განკარგულება. შესაბამისი სამართლებრივი აქტი ჯერჯერობით არ არის შესული კანონიერ ძალაში. თუმცა მას შემდგომ, რაც ცესკო- თავმჯდომარე იმსჯელებს ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რაც კონკრეტულად მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში.

საღამოს 6 საათზე კანცელარიამ დაასრულა მუშაობა. იმ დროისთვის იმ დოკუმენტაციაში, რაც იყო წარმოდგენილი, არ იყო პარტიული სია, შესაბამისად, ამ საკითხზე იმსჯელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაში გატარებისთვის საჭიროა გარკვეული ვადები, მაქსიმუმ 10 დღე, თუმცა განკარგულების მისაღებად შეიძლება ნაკლები დრო იყოს საჭირო", - განაცხადა მიქელაძემ.

 


მისივე თქმით, მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ცესკო-ს სპიკერი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თამარ ჟვანიას ბლოკთან „თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლოსთან" დაკავშირებით ვინმე ურეკავდა ან რაიმე ზეწოლის მცდელობა იყო.



ზეწოლა ნამდვილად არ ხორციელდება. თუ ოდესმე განხორციელდა, ეს იქნება ცნობილი", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner