logo_geo
eng_logo
რუსთავში „ლიბერთის“ განახლებული ფილიალი გაიხსნა
- +

23 ოქტომბერი. 2023. 16:30

 

 

„ლიბერთი“ აგრძელებს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჯერად, „ლიბერთის“ განახლებული ფილიალი რუსთავში (თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კილომეტრი) გაიხსნა და  გახსნის ცერემონიას „ლიბერთის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები,  საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი  თორნიკე კორძაია და ქვემო ქართლის რეგიონალური დირექტორი თენგიზ სვანიძე დაესწრნენ.

 

რუსთავის ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც ფიზიკური პირების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს.

 

ამჟამად, ქვემო ქართლის რეგიონში „ლიბერთი ბანკში“ დასაქმებულია 330-ზე მეტი თანამშრომელი, ფუნქციონირებს 13 ფილიალი, 8 საზოგადოებრივი ცენტრი, 9 სპეციალიზირებული სერვის ცენტრი და 5 „ლიბერთი“ ექსპრესი.  განახლებულ ფილიალში კი 23 თანამშრომელია დასაქმებული.

 

„ლიბერთი“ აგრძელებს რეგიონებში ინფრასტრუქტურის  გაძლიერებას, ადგილობრივი პროფესიონალების დასაქმებას და მომხმარებელზე მორგებული სერვისების დანერგვას. ჩვენი მიზანია,  რეგიონში ფინანსურ რესურსებზე და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჩვენი მომხმარებლებისთვის კომფორტული საბანკო მომსახურების შეთავაზება. განახლებული ფილიალი მოემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესს“,  - აცხადებს „ლიბერთის“ საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner