logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი:2024 და 2028 წლების არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, ამიტომ მოუწევთ 2032 წლის არჩევნებისთვის მზადება
- +

23 ოქტომბერი. 2023. 17:11

 

 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გამოეხმაურა მურმან დუმბაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, 2030 წლამდე ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიცვლება.

 

როგორც სუბარი აღნიშნავს, მურმან დუმბაძეს დაავიწყდა, რომ 2030-ში საქართველოში არჩევნები არ ტარდება და ამიტომ ოპოზიციას მოუწევს მზადება 2032 წლის არჩევნებისთვის, რადგან მანამდე დაგეგმილ არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს.

 

„როგორც აღმოჩნდა, ისეთი ადამიანი, როგორიც არის მურმა დუმბაძე გაცილებით უფრო შორსმჭვრეტელია და კარგად ხედავს ქართული პოლიტიკის თავისებურებებს, ვიდრე ის ინსტიტუტები, რომლებიც შეიძლება სალომე ზურაბიშვილის გალიდერებაზე მუშაობდნენ. მან თქვა, რომ თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, 2030 წლამდე საქართველოში ხელისუფლება ვერ შეიცვლება და მას დაავიწყდა, რომ 2030 წელს არჩევნები არ არის. გასაგებია, რომ 2024 და 2028 წლის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, მაგრამ მოუწევთ 2032 წლის არჩევნებისთვის მზადება და იმედია, მანამდე ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდება ნორმალური ოპოზიცია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner