logo_geo
eng_logo
გიორგი ზერეკიძე ლაშა ბუღაძეს: შენში ერთდროულად ბუდობს ყველა ის სიმახინჯე, რაც სააკაშვილ-არავიძეს გვახსენებს ქართველებს! შენ ვარლამი ვერასოდეს გახდებოდი, ამიტომ აირჩიე დოქსოპულოს გზა!
- +

23 ოქტომბერი. 2023. 18:41

 

 

„როგორც ლაშა ტალახაძეს არ ჰყავს ბადალი და საკუთარ რეკორდებს ხსნის, ისე აქვს შეჯიბრი მორალურ დეგრადაციაში, მხოლოდ საკუთარ თავთან ლაშა ბუღაძეს“, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლების დროს სამართალდამცველებმა 14 წლისა დააკავეს.

 

როგორც ზერეკიძე აღნიშნავს, ლაშა ბუღაძე ნაც-ფაშისტებს აჰყვა შვილებზე ბულინგის უბინძურეს კამპანიაში.

 

„უნიჭობით, უსიყვარულობით, უღმერთობით, საკუთარი არარაობით გაბოროტებული ადამიანები აგრძელებენ მორალური ფსკერის გათხრას - იქნებ ნაძირლობაში მაინც გახდნენ პირველები…

 

როგორც ლაშა ტალახაძეს არ ჰყავს ბადალი და საკუთარ რეკორდებს ხსნის, ისე აქვს შეჯიბრი მორალურ დეგრადაციაში, მხოლოდ საკუთარ თავთან ლაშა ბუღაძეს.

 

ნაც-ფაშისტებს აჰყვა შვილებზე ბულინგის უბინძურეს კამპანიაში… გენიალურ „მონანიებასთან“ გაუვლია პარალელი, და „ქართული ოცნების“ წევრებს ვარლამ არავიძის მომავალს უწინასწარმეტყველებს…. ლაშა, ვარლამის ანუ სააკაშვილის რეჟიმი შენნაირ დოქსოპულოებზე იდგა და დღემდე შენნაირების მხარდაჭერით სულდგმულობს!

 

მშობლებს უდანაშაულო შვილები დაუხოცეს ქუჩებში და იმათ არ ამოუღიათ ხმა მკვლელების და მწამებლების შვილების მისამართით?! შენ, როგორ ბედავ რომ შვილებს ეხები?! შენ, ამით, ახალაიაზე და ქარდავაზე უარესი რომ ხარ, იმას ამტკიცებ!!! უდანაშაულო ადამიანების მკვლელობებზე, წამებაზე, ქონების მიტაცებაზე, პოლიტიკურ დევნასა და საყოველთაო თვალთვალზე ხმა არ ამოგიღია და „ნაცმოძრაობაში“ მარტო სააკაშვილის ახლადგახსნილი მავზოლეუმი აღმოჩნდა შენთვის მიუღებელი! ამით გგონია, დისტანცირებას მოახდენ?!

 

შენ ვის ადარებ ვარლამს?! ჯალათების და მწამებლების გვერდით დგახარ! დიადი მიზნებით (ევროპული მომავალი) გინდა შენი შინაგანი გახრწნილობის შეფუთვა! სინამდვილეში შენში ერთდროულად ბუდობს ყველა ის სიმახინჯე, რაც სააკაშვილ-არავიძეს გვახსენებს ქართველებს! შენ ვარლამი ვერასოდეს გახდებოდი, ამიტომ აირჩიე დოქსოპულოს გზა! უკვე წლებია, შენ ცდილობ ეკლესის დანგრევას ამერიკული ცენტების ფასად! შენ შეურაცხყოფ ჩვენს პატრიარქს! ეს შენ გინდა, ურწმუნო, ამორალურ და უნიჭო საქართველოს მიაღწიო, რადგან მხოლოდ იქ ხედავ შენს ასპარეზს! ნამდვილი საქართველო კი, შენთვის მიუღებელი და საძულველია! სადღეგრძელოც, სუფრაც, შვილიც, ოჯახიც, ეკლესიაც…

 

შენ რა იცი, შვილისთვის თვალებში ჩახედვა რას ნიშნავს!? რა გრძნობაა ეს და რა პასუხისმგებლობა?!

 

ან სახელი და ავტორიტეტი, რა იცი, რა არის…? სადმე რომ მიხვალ და იტყვიან, ეს იმ კეთილი კაცის შვილიაო… ისე იცხოვრეთ დედიან-ბუდიანად, შენ რომ გხედავენ, მამაშენის ხელმძღვანელობით „ერთმანეთის შეფურთხებით“ დაცული დიპლომი და სააკაშვილის მეხოტბეობა ახსენდებათ… რას ვიზამთ, ეგ თქვენი არჩევანი და გემოვნებაა…“ - წერს გიორგი ზერეკიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner