ისრაელის თავდაცვის ძალებს მიაჩნიათ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში მთავრობის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად სამხედროებმა ღაზის სექტორში სახმელეთო შეტევა დროულად უნდა დაიწყონ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ისრაელელი სამხედროები შიშობენ, რომ „ჰამასის“ მიერ მძევლების შემდგომ გათავისუფლებამ შესაძლოა აიძულოს ისრაელის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, გადადოს სახმელეთო ოპერაცია ან თუნდაც შუა გზაზე შეაჩეროს იგი.
მიუხედავად ამისა, სამხედროები მიიჩნევენ, რომ სახმელეთო შეტევამ შეიძლება რეალური ზეწოლა მოახდინოს „ჰამასზე“ მძევლების გასათავისუფლებლად.
ისრაელელი სამხედროები იმედოვნებენ, რომ მთავრობა მალე მიიღებს გადაწყვეტილებას სახმელეთო შეტევასთან დაკავშირებით, რადგან საზღვრებთან დისლოცირებულ ძალებს მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუძლიათ გაძლიერებულ მზადყოფნაში ყოფნა.