თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიცირებისთვის წარუდგინა.
"შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2023 წლის 23 ოქტომბერს და გადასცა განხილვისთვის თურქეთის პარლამენტს", - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.