უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ევროკავშირისგან 18 მილიარდი ევროს დახმარებას მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დენის შმიგალის თქმით, უკრაინამ ახლახან მიიღო 1.5 მილიარდი ევრო ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მეცხრე ტრანშის ფარგლებში.
"ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა უკრაინიდსათვის 2023 წელს უკვე შეადგენს 15 მილიარდ ევროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ეხმარება უკრაინას იყოს ეკონომიკურად მდგრადი და სტაბილური", - აღნიშნა დენის შმიგალმა.
უახლოეს თვეებში ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ორი ტრანშია მოსალოდნელი, რის შემდეგაც მთლიანი თანხა 18 მილიარდ ევროს მიაღწევს.