logo_geo
eng_logo
უკრაინის პრემიერი: უკრაინა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ევროკავშირისგან 18 მილიარდი ევროს დახმარებას მიიღებს
- +

23 ოქტომბერი. 2023. 20:17

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ევროკავშირისგან 18 მილიარდი ევროს დახმარებას მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

დენის შმიგალის თქმით, უკრაინამ ახლახან მიიღო 1.5 მილიარდი ევრო ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მეცხრე ტრანშის ფარგლებში.

 

 

"ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა უკრაინიდსათვის 2023 წელს უკვე შეადგენს 15 მილიარდ ევროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ეხმარება უკრაინას იყოს ეკონომიკურად მდგრადი და სტაბილური", - აღნიშნა დენის შმიგალმა.

 

 

უახლოეს თვეებში ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ორი ტრანშია მოსალოდნელი, რის შემდეგაც მთლიანი თანხა 18 მილიარდ ევროს მიაღწევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner