logo_geo
eng_logo
რობერტა მეცოლა: ისტორიამ გვაჩვენა, რომ გაფართოება, რომელიც ეფუძნება მკაფიო მიზნებს, კრიტერიუმებს, დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას, რჩება ინვესტიციად მშვიდობის და უსაფრთხოების
- +

23 ოქტომბერი. 2023. 20:18

ევროპარლამენტის პრეზიდენტი ბერლინშია, სადაც ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. რობერტა მეცოლამ შეცვლილ გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და ორგანიზაციის მომავალზე ისაუბრა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გაფართოება ევროკავშირის ერთ-ერთ წარმატებულ პოლიტიკად და მიზნად დაასახელა.

 

 

„ბევრი შეშფოთება მოვისმინე გაფართოებასთან მიმართებაში და მინდა გითხრათ, რომ მსგავსი სიტუაცია იყო და ასეთივე შეშფოთებას გამოთქვამდნენ 2004 წლის გაფართოებამდე. ისტორიამ გვაჩვენა, რომ გაფართოება, რომელიც ეფუძნება მკაფიო მიზნებს, კრიტერიუმებს, დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას, რჩება ინვესტიციად მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ემსახურება ევროპის კონტინენტის აყვავებას. ეს არის პროცესი, რომელსაც სარგებელი მოაქვს ყველასთვის. ეს ძალიან კარგად გვესმის ევროპარლამენტში და სწორედ ამიტომ ევროპარლამენტი პირველი ევროპული ინსტიტუტი იყო, რომელიც გამოვიდა მოწოდებით უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა. ამ გადაწყვეტილებამ ამ ქვეყნებს მისცა მკაფიო ევროპული პერსპექტივა და ძლიერ საფუძვლად იქცა დემოკრატიული რეფორმების კუთხით წინსვლაში. იგივე ეხება დასავლეთ ბალკანეთს. ამ ქვეყნების რეფორმირება ხდება, ემზადებიან და ჩვენც უნდა მოვემზადოთ. რაც მუშაობს 27 წევრისგან შემდგარი კავშირისთვის, არ იმუშავებს 30 ან 33 , 35 წევრისგან შემდგარი გაერთიანებისთვის“, - აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner