დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ღაზაში მდებარე საავადმყოფოში აფეთქება, დიდი ალბათობით, ღაზის ტერიტორიიდან გასროლილმა რაკეტამ გამოიწვია და არა ისრაელის რაკეტამ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
"ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ აფეთქება სავარაუდოდ გამოწვეული იყო რაკეტით, ან მისი ნაწილით, რომელიც გასროლილი იყო ღაზის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით", - განუცხადა სუნაკმა პარლამენტის წევრებს.
რიში სუნაკმა ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტის არასწორად გავრცელებამ ნეგატიური გავლენა იქონია რეგიონში.
პალესტინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა და მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურ ჯიჰადს“ დააკისრა.