logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ფინეთის პარლამენტის სპიკერთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა საქართველოს რეფორმებთან და პერსპექტივასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ მათი მხარდაჭერა გვქონდეს
- +

23 ოქტომბერი. 2023. 20:38

"ჩვენი პირველი გზავნილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან არის ის, თუ რა სჭირდება დღეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. საუბარი გვაქვს იმ რეფორმებზე, რაც საქართველომ გაატარა იმისთვის, რომ შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

 

„მთავარია პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება რაშიაც პარლამენტებს ძალიან დიდი როლი აქვთ, როდესაც მოხდება ფორმირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციების საქართველოსთან დაკავშირებით. უმნიშვნელოვანესი იქნება უკვე წევრი ქვეყნების პოზიციები. ახლა გვქონდა შეხვედრა ფინეთის პარლამენტის სპიკერთან, გვქონდა ძალიან კარგი საუბარი საქართველოს რეფორმებთან და ასევე პერსპექტივასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათი მხარდაჭერა გვქონდეს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner