logo_geo
eng_logo
ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები ისნის გამგეობამ დროებით სასტუმროში გადაიყვანა
- +

23 ოქტომბერი. 2023. 21:18

ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მ/რ-ის N8 კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო. ამ ეტაპისთვის, სასტუმროში გადაყვანილია ყველა ოჯახი, ვინც დაბინავებაზე თანხმობა განაცხადა.

 

 

ამასთან, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

 

 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner