"დავგმეთ შეხვედრაზე ჰამასის ქმედებები და ისრაელს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ეს უფლება უნდა განხორციელდეს ჰუმანიტარული კანონმდებლობის დაცვით," - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა.
მისი თქმით, ეს წინადადება არ უნდა იყოს რიტორიკული.
„საერთაშორისო კანონმდებლობა უნდა აღსრულდეს.ეს არ უნდა გავიმეორეთ წლების მანძილზე ისე, როგორც ვიმეორებდით, რომ კონფლიქტს 2 სახელმწიფოს მიერ გადაჭრა სჭირდება. თავდაცვის უფლებას, ისევე როგორც ყველა უფლებას საზღვრები აქვს.ეს რამდენჯერმე განვაცხადეთ და ვიმეორეთ ახლაც. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს წყლის და ელექტროენერგიის შეწყვეტა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ალყის დროს მშვიდობიან მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდულო წვდომა წყალზე, დენზე. ძლიერი მხარდაჭერა ისრაელს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.