logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: ბორელის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მორიგი ტრანშის გამოყოფაზე
- +

23 ოქტომბერი. 2023. 22:35

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მორიგი ტრანშის გამოყოფაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ბორელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის თემა გაქრა ახალი ამბების სივრციდან, ომი გრძელდება, რუსები კვლავ ბომბავენ სამოქალაქო ობიექტებს, ხოლო უკრაინის ინფრასტრუქტურა ნადგურდება.

 

 

მან დაადასტურა, რომ ევროკავშირმა კვლავ ვერ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 500 მილიონი ევროს ოდენობის მერვე ტრანშის გამოყოფის შესახებ.

 

 

"ჩვენ გვქონდა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ უკრაინის ყველაზე აქტუალური მოთხოვნილებები, მისი თავდაცვის საჭიროებები. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვაგვარეთ მერვე და ბოლო ტრანშის გამოყოფის პრობლემა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში. ჩვენ კვლავ ვეძებთ გამოსავალს. მაგრამ ასეა თუ ისე ჩვენ ვიპოვით გამოსავალს", - აღნიშნა ბორელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner